ანგელა მერკელი თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ განცხადებას გააკეთებს

ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მოქალაქეობა ჩამოერთმევათ გერმანიაში

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში გერმანული კომპანია “ჯერმანვინგის” კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გერმანიის კანცლერი განცხადებას გააკეთებს.
“ბიბისის” ცნობით, ის მომხდართან დაკავშირებით უკვე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
“ჩვენი ფიქრები ახლა იმ ადამიანებთანაა, რომლებიც შიშობენ, რომ მსხვერპლს შორის მათი საყვარელი ადამიანები იქნებიან”, – წერს შტაინმაიერი.
ავიაკატასტროფის ადგილას საფრანგეთის შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები გაემგზავრნენ. ავიაუსაფრთხოების ექსპერტები თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს ადგენენ.
თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“მიზნების მისაღწევად, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია”
შემდეგი სტატიატელეწამყვანი ინგა გრიგოლია “იმედიდან” წასვლას არ აპირებს