ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩინური კომპანიის თანადაფინანსებით მოხდება

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩინური კომპანიის თანადაფინანსებით მოხდება. ეს გადაწყვეტილება პრემიერის ჩინეთში ვიზიტის დროს იქნა მიღებული.

პრემიერმინისტრი ჩინეთში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხები განიხილებოდა.

რა რაოდენობის ინვესტიციას ჩადებს ჩინური კომპანია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს მთავრობა თვის ბოლოს გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულს.

„განხილული იქნა როგორც ანაკლიის პორტის საკითხი, ასევე სხვა პროექტების თანადაფინანსების საკითხი. ფონდმა გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება პროექტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოხდება მას მერე, რაც საქართველოს მთავრობა გამოავლენს გამარჯვებულს,“ – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: ევროპის სამიგრაციო კრიზისი რუსეთის ბრალია
შემდეგი სტატიამიგრანტების კრიზისი და ცენტრალური ევროპის უკმაყოფილო ქვეყნები