ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ზუგდიდის მთავარ სამმართველოში უკვე დაადასტურეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ალანია თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა.

კულუარული ინფორმაციის თანახმად გელა ალანიამ თანამდებობა ანაკლიის პოლიციაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დატოვა. არსებული ინფორმაციით, ალანიასა და ანაკლიის ინსპექტორს, გიორგი ცანავას შორის შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჩხუბის მიზეზი ალანიას მიერ ცანავასათვის მიცემული პირობა იყო, რომ ის მის ნათესავს თანამდებობაზე დანიშნავდა.

შეგახსენებთ, გელა ალანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მამიდაშვილია.

ვინ შეცვლის გელა ალანიას ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაში„რეალური ცვლილებები არ მომხდარა“, – ოპოზიცია ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობამ ტელედებატები წააგო – აცხადებს თამაზ ხუბუა