,,ამ რეფორმის წარმატებით დასრულება სუბიექტურ ფაქტორზეც რაღაც დონით იქნება დამოკიდებული“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ უსაფრთოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაური წარმატებული იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, ის შს მინისტრობის კანდიდატზე ვერაფერს იტყვის, რადგან ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს.

„რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, ამ პიროვნებას ძალიან დადებითად ვაფასებ და მგონია, რომ ამ სტატუსში ის ძალიან წარმატებული იქნება. მას ვუსურვებ, რომ ის იმედები გაამართლოს, რაც ახალ სამსახურთან მიმართებაში არის, რადგან მგონია, რომ ადამიანური უფლებების სტანდარტების თვალსაზრისით, უწყების გაყოფა კარგი იქნება და ამ რეფორმის წარმატებით დასრულება სუბიექტურ ფაქტორზეც რაღაც დონით იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შს მინისტრის პოსტიდან ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს, რომელიც კანონის შესაბამისად, 1 აგვისტოს შეიქმნება.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ოლიმპიური სოფელი გახსნა