ამ დროისთვის სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 000-მდე ბილეთია გაყიდული

11:00 საათის მონაცემებით, UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასაწრები 2 000-მდე ბილეთია გაყიდული.

მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებთან მშვიდი ვითარებაა და ბილეთბი სწრაფი ტემპით იყიდება.

ადგილზე ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. დაახლოებით 2 წუთია საჭირო თითოეული მყიდველისთვის, რომ ბილეთი შეიძინოს. მათ 12 სალარო ემსახურება.

ადგილზე ბილეთების გაყიდვის პროცესს სამკაციანი კომისია აკვირდება, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის მერიის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ადგილზე იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც.

„ტესტირება, ყველაფერი გავლილია. ორი IT მენეჯერი იმუშავებს მთელი ამ პროცესის განმავლობაში. არანაირ პრობლემებს არ ველოდებით“, – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ბილეთების გაყიდვა დღეს 21:00 საათამდე უნდა გაგრძელდეს, თუმცა ფედერაციაში არ გამორიცხავენ, სალაროების მუშაობის რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს, რათა ბილეთები სრულად გაიყიდოს.
ბილეთების გაყიდვა დღეს 09:00 საათიდან დაიწყო. სულ გასაყიდია 22 089 ბილეთი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს
შემდეგი სტატიასუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესში ვაკის პარკში ინციდენტები ხდება