ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული

დონეცკის აეროპორტს უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ინტენსიური საპასუხო იერიშის შედეგად სეპარატისტებმა უკან დაიხიეს და არმიის პოზიციებზე ქალაქის დასახლებული რაიონებიდან განაგრძობენ შეტევებს.

ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებულიუკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის საზღვარი ორმა რუსულმა ტაქტიკურმა ჯგუფმა გადაკვეთა. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო არ აკონკრეტებს სამხედროების რაოდენობას. ძალოვანების მონაცემებით საზღვართან მობილიზებულია დიდძალი სამხედრო ტექნიკაც.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მასიური საარტილერიო შეტევა ქალაქ დონეცკსა და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებზე, მარიოპოლსა და დებალცევოზე. თავდასხმას 8 წლის გოგონა შეეწირა, ათზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთით პრორუსი მებრძოლების მხრიდან 100-ზე მეტი შეტევა განხორციელდა. ცნობილი ხდება, რომ მოსკოვი დიდძალი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს უკრაინის საზღვართან. ამ დროისათვის საზღვარზე დაახლოებით  60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული. დღეს რუსი ჯარისკაცებისა და ტანკების დიდი კონცენცენტრაცია დაფიქსირდა გორლოვკაში, სადაც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ისინი უკვე ტოვებენ დასახლებულ პუნქტს.

დონეცკის აეროპორტს უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ინტენსიური საპასუხო იერიშის შედეგად სეპარატისტებმა უკან დაიხიეს და არმიის პოზიციებზე ქალაქის დასახლებული რაიონებიდან განაგრძობენ შეტევებს.

უკრაინის ხელისუფლება აქტიურობს დიპლომატიურ ფრონტზეც. ოფიციალური კიევი ევროკავშირისგან ეკონომიკური სანქციები გამკაცრებას ითხოვს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ სანქციების შემსუბუქებას ისინი არ აპირებენ.

ოფიციალური კიევი მზადყოფნას გამოთქვამს მინსკის შეთანხმების გრაფიკზე ხელის მოსაწერად. განცხადება ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.

უახლოეს დღეებში კიევში ამერიკის სახმელეთო ჯარების უმაღლესი სარდლობა გეგმავს ჩასვლას. ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

banner
წინა სტატიაშიკიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს
შემდეგი სტატიაAmnesty International დონეცკში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს