ამოვიდა ეს მიტინგომანია და რევოლუციები ვარდებით, იებით და ზამბახებით…

ამოვიდა ეს მიტინგომანია და რევოლუციები!   ვარდებით და იებით და ზამბახებით...მოჭიდავე რამაზ ნოზაძე ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილს სოციალურ ქსელში აქვეყნენს და მიაჩნია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ “სისხლიანი პოლიტიკა უნდა დაასამაროს”

„ძალიან კარგი გეზი უჭირავს ჩვენს ხელისუფლებას! და ნელ-ნელა მივაღწევთ, ყველა ერთად იმას, რომ აღარ იქნება ქვეყანში გაჭირვება! მართლა ამოვიდა ეს მიტინგომანია და რევოლუციები!

ვარდებით და იებით და ზამბახებით )) დროა, „ნაცმოძრაობამ” მიხაკები დაიჭიროს ხელში და დაასამაროს თავისი სისხლიანი პოლიტიკა!!! თუ ვიღაცას დაგავიწყდათ რაღაც-რაღაცეები?! ბევრს გვახსოვს და ნუ გამოგყავთ თავები კრავების როლში!

დღეს, ძლივს მიაღწია ამ ხელისუფლებამ, რომ საქართველოში დემოკრატიის ნიშნები იგრძნობა და მე პირადად, როგორც რიგით ქართველს, ეს მომწონს და ვუფასებ! კიდევ ცოტა გავუძლოთ და დავუდგეთ დღევანდელ ხელისუფლებას და მივეხმაროთ თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად! მე მჯერა, რომ საქართველოს პატარა ეკონომიკურ მოტორს აამუშავებენ! კახი კალაძე, ჯიგარი ხარ!”, – წერს რამაზ ნოზაძე.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შეცლის აუცილებლობაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს