ამერიკული ფეხბურთის პირველი ღია გეი სპორტს დროებით ტოვებს

ამერიკული ფეხბურთის პირველი ღია გეი სპორტს დროებით ტოვებს

ამერიკული ფეხბურთის პირველი ღია გეი სპორტს დროებით ტოვებსაშშ-ში, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე მაიკლ სემი, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის პირველი მოთამაშეა, რომელმაც ხმამაღლა ისაუბრა თავის სექსუალურ ოპიენტაციაზე და თქვა, რომ ის გეია. მან გუშინ სპორტიდან დროებით წასვლაზე გააკეთა განცხადება.

2014 წელს სემმა “კამინგ-აუთი” გააკეთა – სახალხოდ ისაუბრა თავის სექსუალურ ცხოვრებაზე. ის მალე კლუბმა NFL – St Louis Rams-მა მიიწვია.

ამან ამერიკულ მედიაში ფურორი მოახდინა, სპორტსმენი მას შემდეგ მონაწილეობს მრავალ ტელე-შოუში, მისცა ბევრი ინტერვიუ. ამასთანავე, პროფესიული კარიერა ვერ აეწყო – წელიწადის მანძილზე მან სამი კლუბი გამოიცვალა და სულ რამდენჯერმე ითამაშა მოედანზე ოფიციალურ თამაშებზე.
სპორტსმენის ტქმით, უკანასკნელი 12 თვე ისეთი მძიმე იყო მისთვის, რომ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე მოუწია ფიქრმა.
კანადური გუნდის Montreal Alouettes-ის განცხადებით, სადაც ახლა თამაშობს სპორტსმენი, სემმა ცოტა ხნით შესვენება გადაწყვიტა.
პროფესიულ სპორტში მოსვლამდე, სემი მისურის უნივერსიტეტის გუნდში წარმატებით გამოდიოდა. 2013 წელს კი სტუდენტურმა ლიგამ საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

banner
წინა სტატიაშიხიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაქიმიკატების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩინეთში ევაკუაცია გამოცხადდა