ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

“მივესალმები საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ უნდა მოხდეს მედია სივრცის შეზღუდვა, ასევე იმაზე, რომ, განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსისგან, ისინი არ აკეთებენ კომენტირებას “ფსბ”-ს შემოგდებულ “კომპრომატზე”. კიდევ ერთხელ ვადასტურებ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ ჩვენმა მომხრეებმა საკითხები უნდა გადაწყვიტონ დემოკრატიული არჩევნების გზით და არა ხელისუფლების დამხობით. ამავე დროს ყველა მცდელობას ტიტუშკების ან უკანონო გადაწყვეტილების გზით თავისუფალი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას უნდა დახვდეს კარგად ორგანიზებული საპროტესტო ჯგუფი, რომელიც არ დაუშვებს ამ ძალადობრივი აქტის განხორციელებას. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოების აქტიურ წევრებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად განსაკუთრებით შემდგომ დღეებში, რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს თავისი სანუკვარი გეგმის – მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელში ჩაგდება.

ახლა არაა მოდუნების დრო და, თუ ჩვენი მშვიდობიანი მოძრაობა კარგად ორგანიზებული იქნება, დარწმუნებული ვარ, და ეს რწმენა ყოველ დღე უფრო მიმტკიცდება, რომ ვერც ძალადობრივ სცენარს მოგვახვევს ვინმე თავს და რუსთავი 2-ც იქნება თავისუფალი”.

banner
წინა სტატიაშიცეესკოს მონაცემები
შემდეგი სტატიაThe Virus საბავშვო ევროვიზიის დასაპყრობად ემზადება