ამერიკელმა სიკვდილის წინ ითხოვა, რომ კლინტონს ხმა არ მისცენ

ამერიკელმა ელეინ ფრიდრიხმა სიკვდილის წინ ითხოვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს ხმა არ მისცენ. 13 აგვისტოს გარდაცვლილი ქალბატონის ნეკროლოგი New Jersey On-Line-ზე გამოქვეყნდა.
“იმის მაგივრად, რომ სასაფლაოზე ყვავილების მოტანა გთხოვოთ, ვამბობ – არ მისცეთ კლინტოს ხმა” – ნეკროლოგის თანახმად, ასე თქვა 63 წლის ფრიდრიხმა სიკვდილის წინ.

უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჰილარი კლინტონია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძის პრესსმდივანი თინა ხიდაშელის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიატრამპი: ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის