ამერიკელმა ბებიამ საკუთარი შვილიშვილი შვა…

,,ბიბისის,, ცნობით, 51 წლის დაკოტელმა შერი დიკსონმა თავისი შვილიშვილი შვა…

შერი დიკსონის ქალიშვილს მეუღლესთან ერთად პირველი შვილი უდღეური ეყოლათ, რის გამოც მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს… ექიმები კი, ქალიშვილს რეპროდუქციული პრობლემების გამო, მის მიერ შვილის ნორმალურად გაჩენის შესაძლებლობას გამორიცხავდნენ. საქმეში შერი ჩაერია… შვილსა და სიძეს სუროგატი დედის როლი შესთავაზა, რასაც ცოლქმარი დათანხმდა.

სუროგატული ჩასახვიდან 9 თვის თავზე, შერი დიკსონმა საკუთარი შვილის შვილი თავად გააჩინა…

ამერიკული მედიის ცნობით, ბავშვი ჯანმრთელია და დედ-მამაც ბედნიერად გრძნობენ თავს… თუმცა, როდესაც პატარა გაიზრდება, მშობლებისთვის ადვილი არ იქნება მას გაჩენის ისტორიას აუხსნან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: რომელიმე თოქ-შოუს დახურვა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატია“9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატო-ს წევრ 6 ქვეყანაში”