ამერიკელი მეზღვაური 66 დღის შემდეგ იპოვეს ღია ზღვაში

მეზღვაურიამერიკელი მეზღვაური, რომელმაც ორი თვე ზღვაზე გაატარა და რომელიც ცოცხალი თევზით იკვებებოდა და წვიმის წყალს სვამდა, ჩრდილოეთ კაროლინადან 200 მილის მოშორებით გერმანული ტანკერის მიერ იქნა ნაპოვნი.
37 წლის ჯორდანის ოჯახმა იანვრის ბოლოს განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ. მეზღვაურის ოჯახთან დალაპარაკებისას მას მამამ უთხრა: „მეგონა დაგკარგე.“
გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ჯორდანი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ სახლამდე ვერ გაცურა. მამასთან ტელეფონზე საუბრისას, რომელიც გერმანული ტანკერიდან მოხდა, ის ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა.
მაიამის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჯორდანი თევზის და წვიმის წყლის წყალობით გადარჩა.
ჯორდანი ვირჯინიის შტატის ქალაქ ჰორფოლკის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აშშ-ს სანაპირო დაცვა აღნიშნულ ფაქტს „გმირულ ამტანობას“ უწოდებს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს უარყოფს
შემდეგი სტატიამეორე „შავი ყუთის“ მონაცემები