ამერიკელი მამაკაცი ტელე-შოუში დარეკვის შემდეგ პოლიციამ დააკავა

ამერიკელი მამაკაცი ტელე-შოუში დარეკვის შემდეგ პოლიციამ დააკავა

ამერიკელი მამაკაცი ტელე-შოუში დარეკვის შემდეგ პოლიციამ დააკავაამერიკული ვისკონსინის შტატის პოლიციამ 50 წლის მამაკაცი ხოსე ფერეირა მისი ტელე-შოუში გაკეთებული ზარის შემდეგ დააკავა. ტელე-არხ WISN 12-ზე მამაკაცმა დეტალურად აღწერა მე-7 კლასელი კერი ენ იოპეკის გაქრობის დეტალები, რომელიც 1982 წელს მოხდა.
“ისტორია მამაკაცმა დეტალებში მოყვა, მან ძალიან ბევრი რამ თქვა” – განაცხადა ტელეარხის დირექტორმა კრის გრეგმა. მისი თქმით, ახალი ამბების თანამშრომლებმა ზარის შემდეგ მალევე მიმართეს პოლიციას. მამაკაცის დაკავების შემდეგ მან მკვლელობა აღიარა.
1982 წელს 13 წლის გოგონა სახლში არ დაბრუნებულა. მისი სხეული ნახევარი წლის შემდეგ იპოვეს კლასელებმა. საქმე არ გამოძიებულა.
ფერეირა იმ დროს 17 წლის იყო და მეშვიდეკლასელის მეზობლად ცხოვრობდა. მამაკაცი პოლიციას მოუყვა, რომ მან გოგონა კიბეებიდან დააგორა იმის გამო, რომ მან არ ისურვა მასთან ერთად საღამოზე წასვლა. მამაკაცმა გოგონა, რომელიც უკვე მკვდარი იყო, გააუპატიურა.
“ის 33 წლის წინ დაიკარგა. ვლოცულობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო” – თქვა გოგონას დედამ.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ დარეკა ფერეირმა შოუში და რატომ მოყვა დანაშაულის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიხორვატია-სერბეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტი დგას
შემდეგი სტატიასანქციები პოროშენკოს წინააღმდეგ