ამერიკელი კონგრესმენი: „რუსულ არმიას სერიოზული ზიანი უნდა მივაყენოთ!“

ამერიკელი კონგრესმენი: „რუსულ არმიას სერიოზული ზიანი უნდა მივაყენოთ!“

ამერიკელი კონგრესმენი: „რუსულ არმიას სერიოზული ზიანი უნდა მივაყენოთ!“ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს კორესპონდენტი აშშ-ის რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერომს ესაუბრა. „თაიმერი“ ინტერვიუს შემოკლებული ვერსიას გთავაზობთ:

„ჩემი აზრით, 2008 წელს რუსეთს ისეთი გახსნილი ამბიციები არ ჰქონდა, როგორც დღეს აქვს. იმან, რომ საქართველოში შესვლა შეძლო, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია განახორციელა და დედაქალაქთან ახლოს მივიდა, რუსეთს სითამამე მიანიჭა – ნახა, რომ დასავლეთი იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, აგრესიის შეჩერებით დაინტერესებული არ არის, ვფიქრობ, ამან რუსეთს ბიძგი მისცა. ეს ჩვენ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან გავითავისეთ: დიქტატურისთვის რაღაცის მიცემა აპეტიტის გახსნას იწვევს. იგივე ვნახეთ 1930-იან წლებში და სამწუხაროდ, იგივეს ვხედავთ ახლაც, რუსეთთნ მიმართებაში. ასე რომ, რადგან პუტინს საქართველოში მოქმედებები გაუვიდა, ახლა, ვფიქრობ, მეტად დარწმუნებულია, რომ უკრაინასთანაც ყველაფერი გამოუვა, ზუსტად ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კონფლიქტში აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ჩაერთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შევხვდებით.“
– საქართველო დაივიწყეს?
– კონგრესში საქართველოს არ ივიწყენებ. საქართველო ჩვენს მიმართ ძალიან კეთილი იყო. ამ ქვეყანაში ორჯერ ვიყავი, ვინახულე ოკუპირებული რაიონები, რომელბიც, წესით, საქართველოს კონტროლს ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ იქ რუსეთი ომობს და თავს იკატუნებს, რომ უბრალოდ, ადგილობრივ მოსახლეობას იცავს და ამის ყურება, მართლაც, მძიმეა. კონგრესში არ დაგვვიწყებია საქართველო, მაგრამ ახლა კონფლიქტი საქართველო-რუსეთის უთანხმოებას გაცდენილია და ბრძოლა გავლენების ფართო სფეროს მოიცავს. საუბარია ევროპის დაპყრობის საშიშროებაზეა.
– უკრაინა ბედის ამარა დატოვეს?
– ვფიქრობ, ასეა. გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი იმაზე სუსტია, ვიდრე შესაძლებელია, იყოს. ვაშინგტონში ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირებებია… უკრაინას მეტი “საფრენი დახმარება” სჭირდება. უკვე ვაკეთებთ, რომ ნაციონალური არმიის ჯარისკაცებმა უკრაინელ ჯარისკაცებს შესაბამისი მომზადება მისცენ. მაშფოთებს, რომ ბოლო პერიოდში ყირიმზე ცოტას საუბრობენ. ჩემი აზრით, არ უნდა შევეგუოთ, რომ ის, უბრალოდ, რუსეთის გახდა. ჩვენ ეს საკითხი ისევ უნდა წამოვწიოთი.
– უახლოეს მომავალში საკითხის მშვიდობიანად მოგვარება შესაძლებელია?
– ცხადია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ვერ შედგა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას Javelin უნდა მივაწოდოთ. ჩვენ უკრაინის პოტენციალი უნდა ავამაღლოთ რუსეთის ბრონირებული ტექნიკის განადგურების საქმეში. ყველამ ვიცით, რომ რუსეთს დიდი არმია ყავს და ძალიან მარტივად, ის რაოდენობით უკრაინისას ბევრად აღემატება. თუკი რუსულ არმიას, მის ცოცხალ ძალსა და ტექნიკას სერიოზულ ზიანს მივაყენებთ, ეს ხალხის აზრის პუტინის წინააღმდეგ შემობრუნმებას გამოიწვევს. თვითონ პუტინი კი მიხვდება, რომ ფასი, რომელიც მან ამისთვის უნდა გადაიხადოს, იმაზე დიდია, ვიდრე წარმიუდგენია და საბოლოო ჯამში ამან რუსული არმიის განადგურება შეიძლება გამოიწვიოს.“
„ამერიკის ხმის“ კორესპოდენტმა, ნანა საჯაიამ ამერიკელ კანონშემოქმედს, ასევე, კითხა, თუ როგორ უნდა მოახერხოს აშშ-მ რუსი ხალხის მხარდაჭერა, რაზეც კონგრესმენმა მიუგო:
„ვფიქრობ, ისეთი საინფორმაციო არხების გაძლიერება გვჭირდება, როგორიც არის, მაგალითად, “ამერიკის ხმა”, რადიო “რადიო თავისუფლება ევროპა” და სხვა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსახლეობამდე სიმართლე მივიდეს, რადგან ახლა მხოლოდ კრემლის მიერ წინასწარ გათვლილ ინფორმაციას იღებს. ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, საკუთარი აზრი ჰქონდეს, ამისთვის კი ინფორმაციის სრულყოფილად მიღებაა აუცილებელი.”

banner
წინა სტატიაშიელიაობას გილოცავთ ყველა ქრისტიანს!
შემდეგი სტატიაქართველებისა და აფხაზების ერთობლივი ბიზნესი – ცხენების მაფია რუხის ხიდზე