ამერიკელი კონგრესმენი “ინტერპოლს” მოუწოდებს, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადოს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი, მაიკლ ტერნერი, “ინტერპოლს” მოუწოდებს, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით.

“ინტერპოლის” გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს.

მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებამ, შესაძლოა, “ინტერპოლის” მიერ მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, მათგან გადახვევა გამოიწვიოს.

“ინტერპოლი”, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რომ დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, სამართლიანი პროცესის შემადგენელი ფუნდამენტური უფლები და განმტკიცდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. “ინტერპოლის” კონსტიტუციის მესამე მუხლი ეძღვნება სწორედ აღნიშნულ პრინციპებს და მკაცრად უკრძალავს თქვენს ორგანიზაციას, ჩაერთოს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათის საქმეებში.

“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე ეუთო-ს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ – ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა, გამოიწვიოს მათგან გადახვევა,” – წერს ტერნერი.

banner
წინა სტატიაში„კანდიდატის საბოლოო შერჩევა ისეთივე ღია და გამჭვირვალე იქნება, როგორც ეს დღემდე იყო“
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია პატრიარქ კირილისადმი მიძღვნილ ” დაუჯდომელს” აქვეყნებს