“ამერიკელი კონგრესმენები ამ ინიციატივის სათავეებთან, ჩვენთან ერთად იქნებიან”

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, სენატორების ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრაზე მყოფ სენატორთა უმრავლესობა უკვე მრავალი წელია საქართველოს მეგობარია. ეს არის ამერიკის კონგრესში დემოკრატიის მხარდაჭერისთვის სპეციალურად შექმნილი მექანიზმი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით მიმდინარეობს. ევროატლანტიკურ გზაზე ჩვენ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ასევე ვისაუბრეთ დაგეგმილ ნატოს სამიტზეც. როგორც ყოველთვის, ამერიკელი კონგრესმენები ჩვენს გვერდით დგანან და ამ ინიციატივის სათავეებთან იქნებიან ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში„რუსეთის მიერ გადასახდელი კომპენსაციის რაოდენობაზე შეთანხმება აქამდე უნდა მომხდარიყო“
შემდეგი სტატია„სკოლამდელი ასაკის არც ერთი ბავშვი, რომელიც წელს სკოლაში უნდა შესულიყო, ბაღიდან არ ამოირიცხება“