ამერიკელებს საქართველოში სამხედრო ტექნიკა ჩამოყავთ

11205147_10200630576082347_477231597971513874_nამერიკული არმიის ინტერნეტ საიტის ცნობით, საქართველოსა და აშშ-ს სამხედროების მიერ 11 მაისს ვაზიანში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, ამერიკული არმია სამხედრო ტექნიკას ჩამოიყვანს…

სამხედრო ტექნიკა ბულგარეთში უკვე დაიტვირთა და უახლოეს დღეებში ბათუმის პორტში შემოვა…

11225308_10200630575962344_2507652926570843547_nგავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელების მიერ წვრთნების ჩასატარებლად გამოგზავნილ სამხედრო ტექნიკაში, სხვა ტექნიკასთან ერთად, 14 ერთეული ,,ბრენდლის,, მარკის ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რამდენიმე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მანქანა და წვრთნების სხვა აღჭურვილობები.

ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნები, ოფიციალური მონაცემებით 11 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დაიწყება და მასში ამერიკული ,,ალფას,, გარდა, ქართული პირველი და მეოთხე ბრიგადის  600-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები, მიზნად ისახავს ქართული ასეულების სამხედრო მომზადების ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, მომავალში ნატოს სწავლებებში მონაწილეობის მიღების მიზნით.

banner
წინა სტატიაშინავთობ Brent-ის ფასმა დღევანდელ გაყიდვებში წლიურ მაქსიმუმს მიაღწია და ის 67,08 დოლარამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადღეს ენგურის ხიდზე დატრიალებული ტრაგედია–რუსმა ოკუპანტებმა მე–7 კლასის მოსწავლე შეიწირეს