ამბასადორიალის მონაწილეებმა გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

“ამბასადორიალი-2015”-ის ფარგლებში ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მივიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა, რასაც ელჩები ტაშით შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დღეს 46 წლის გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამბასადორიალზე დღეს ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. დიპლომატებს ასევე სიტყვით მიმართავს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სამდღიანი ამბასადორიალი დღეს დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიუმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება
შემდეგი სტატიაშშმ პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ