,,ამაოდ უხარია იმას ვინც თვლის რომ ქვეყანაში ცოტაა უკმაყოფილო,, აცხადებს პეტრე კოლხი

სასულიერო პირი მამა პეტრე (კვარაცხელია) რომელსაც ,,ფეისბუქის,, მომხმარებელი ,,პეტრე კოლხად,, იცნობს, სოციალურ ქსელში, საქართველოში მიმდინარე ბოლო დღეების პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმაურება. სასულიერო პირს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი ცოტა არაა და არსებული რეჟიმის (ასე უწოდებს ის ხელისუფლებას) სიხარული ნაადრევია…

,, არასდროს ვეგუები დამყაყებულ მდგომარეობას, მაგრამ ამჟამინდელი გამოსვლა სულაც არ გულისხმობს ერთი მხარის უკმაყოფილებას და დანარჩენის ნიშნისმოგებას მოედნებზე ადამიანთა სიმწირით. ამაოდ უხარია იმას, ვინც თვლის- თურმე ქვეყანაში ცოტა ყოფილა უკმაყოფილო არსებული რეჟიმით… ნურც იმას დაწყდება გული-თავის მომხრე რომ ვერ გამოიტყუა გარეთ… არც შეგუების პერიოდი დადგა. უბრალოდ, დაიღალა ხალხი გამოყენების პოლიტიკით. თუ ერთი არ ვარგა, არც მეორეა სახარბიელო და დროშის ქვეშ დგომას კი წლებია არაფერი მოუტანია. ერი ბოლოს ერთიანი, 9 აპრილს იყო მხოლოდ. იმ დღეს მოხდა თავისუფლებისათვის ნამდვილი ბრძოლა… მას მერე პიროვნულ შუღლს და კინკლაობას შეეწირა ადამიანთა ინტერესები. თუ ოდესმე გაგიპროტესტებიათ მავთულხლართებში გაბმული საქართველო?! ლამის კიარადა ტყვეობაში მყოფი მღვდელმთავარი?! იმ ტაძრების ჩამონათვალი, რასაც წლებია წყალქვეშა დინებებით ,,მოძმე” ერი გვედავება?! საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე წარმოიდგენთ. დაკარგულს თუ ვერ დავიბრუნებთ, არსებული მაინც შევინარჩუნოთ.,, აცხადებს მამა პეტრე.

პეტრე კოლხი, კიდევ ერთ თავის პოსტში, ,,ფეისბუქის,, ზოგიერთ მომხმარებელს მიმართავს, რომლებიც მისი აზრით პოპულარობის მიზნით იაფფასიან სტატუსებს აქვეყნებენ და ბევრი რამე არ წაუკითხავთ…

,,იაფფასიანი სტატუსების და არაფრისმომცემი კომენტარების წერას შეეშვით და წიგნი იკითხეთ. Like -ს თვლაც გვერდზე გადადეთ, ე.წ. ბლოგერობაც სამომავლოდ გაითვალისწინეთ. ეს მდგომარეობა სასაცილოც აღარ არის. უფრო წარუმატებლობის და იძულებით პოპულარობის კომპლექსს ემსგავსება. ის აკეთეთ, რაც კარგად გამოგსდით… თუ გრიგოლ პალამა, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, ეფრემ ასური, იოანე ოქროპირი აზროვნებაში ,,ვერ გეწევიან”, ფროიდს მაინც გაეცანით და იქნებ მიხვდეთ, რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები?!,, აცხადებს პეტრე კოლხი

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები სავარაუდოდ 2 ივლისს დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი ცაგარეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარი საიდუმლო კონსულტაციები არ მიმდინარეობს“