«ალ-ჯაზირას» ჟურნალისტის დაკავება ეგვიპტის მიერ გერმანიის მთავრობაზე ზეწოლის შედეგად განხორციელდა

არაბული არხის «ალ-ჯაზირას» ჟურნალისტმა აჰმედ მანსურმა განაცხადა, რომ მისი დაკავების ეგვიპურ ინიციატივას ბერლინში გერმანელმა პოლიტიკოსებმა შეუწყვეს ხელი. «ვწუხვარ, რომ მან (ეგვიპტის მთავრობამ) გერმანულ მთავრობაში რამდენიმე პოლიტიკოსის გამოყენება შეძლო საკუთარი მიზნებისთვის» – განაცხადა მანსურმა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. საკუთარ დაკავებას მან «მანიპულაცია» უწოდა და ის ეგვიპტის პრეზიდენტის აბდალ ფატტახ ას-სისის სამი კვირის წინანდელ ვიზიტთან დააკავშირა.
გერმანულმა პოლიციამ მანსური 20 ივნისს ბერლინის აეროპორტში დააკავა ეგვიპტის მთავრობის მიერ გაცემული საერთაშორისო დაკავების ორდერის საფუძველზე. «ალ-ჯაზირამ» გერმანიის მთავრობისგან ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა, რომელსაც ქაიროში გაუპატიურებასა და ყაჩაღობისთვის ბრალი აქვს წაყენებული. მანსურს, რომელსაც ეგვიპტური და ბრიტანული პასპორტი აქვს, 2014 წელს დაუსწრებლად 15 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბერლინის პროკურატურამ 22 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს ავრცელებს
შემდეგი სტატია,,სად ხართ ამ მთავრობის დამცველებო? ახლა მჭირდებით,,