ალპებში სამაშველო სამუშაოები განახლდა

ალპებში სამაშველო სამუშაოები განახლდა

ბორტის თვითჩამწერი, რომელიც ავიაკომპანია Germanwings თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას აღმოაჩინეს, დაზიანებული აღმოჩნდა, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზევმა განაცხადა.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ „შავი ყუთის“ ჩანაწრებს აღადგენენ. მეორე „შავი ყუთი“ , რომელიც ასევე მფრინავების კაბინაში იწერს ყველაფერს, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, ტერაქტი, როგორც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ძირითადი მიზეზი, არ განიხილება.
საფრანგეთის, გერმანიის და ესპანეთის მთავრობები, ასევე Germanwings-ის და Lufthansa-ს ხელმძღვანელები ყველას მოუწოდებენ ჭორების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
დღეს დილიდან საფრანგეთის ალპებში სამაშველო სამუშაოები აღდგენილია.
თვითმფრინავის ბორტზე 150 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მაშველების თქმით, თვითმფრინავი მცირე ნაწილებად არის დაშლილი.
გამოცხადდა, რომ დღეს კატასტროფის ადგილზე გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის ლიდერები ჩავლენ.
ესპანეთის პრემიერმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
დაღუპულთა შორის 45 ესპანეთის მოქალაქეა, 67 – გერმანიის, ბორტზე ასევე ავსტრალიის, თურქეთის, დანიის, ნიდერლანდების და ბელგიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბანში ორი ტყვე გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით მას შემდეგ შეიძლება განცხადებების გაკეთება როცა შედეგები გვექნება