“ალი და ნინოს” სკულპტურა ერთი კვირის ფარგლებში აღდგება

"ალი და ნინოს" სკულპტურა ერთი კვირის ფარგლებში აღდგებაბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, “ალი და ნინოს” სკულპტურას მცირე დაზიანება აქვს ის ერთი კვირის ფარგლებში აღდგება. მისივე თქმით, გადატანის დროს ბაგირი გაწყდა და სკულპტურას ორი-სამი ფრთა აქვს დაზიანებული.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, “ალი და ნინოს” სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე , ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.

 

"ალი და ნინოს" სკულპტურა ერთი კვირის ფარგლებში აღდგება

banner
წინა სტატიაშიმოუწესრიგებელი პარკირება ზუგდიდში–ნატო ბერულავას პროტესტი
შემდეგი სტატიააშშ: ოპერატორი და რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩაცხრილეს