ალექსი პეტრიაშვილი – ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, სხვა ლიდერებს ატალახებული უნდა ჰქონდეთ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების კარები

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ჩვენ თვითონ პრობლემას თუ არ წამოვწევთ, ჩვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთბს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ის აფასებს საქართველოს მთავრობის რეაქციას საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ყველანი ერთიანი ვართ იმაში, რომ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე.
“ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილს, ხელისუფლების სხვა ლიდერებს 24-საათიან რეჟიმში ატალახებული უნდა ჰქონდეთ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების კარები, ყველა კარს უნდა ამტვრევდნენ იმ მიზნით, რომ მიწოდებული იყოს მათთვის დეტალური ინფორმაცია და არა ჩვენ გვაწყნარებდნენ აქ არაფერი არ ხდება და ნურავინ ნუ ინერვიულებსო”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრემლის კომენტარი სააკაშვილის გამონათქვამებზე The Independent-ში …
შემდეგი სტატიასპორტის მინისტრმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი გაბელია წარადგინა