ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხეშია, აბაშიძის განცხადება ამას ადასტურებს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

”საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხეშია,” – ეს განცხადება პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა. პეტრიაშვილმა დაგმო სახელმწიფო მინისტრ ზურაბ აბაშიძის განცხადება.

“დღეს ბიძინა ივანიშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საგანგაშო განცხადება გააკეთა. მაშინ, როცა დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი მომავალ წელს, დაგეგმილია ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის კიდევ ერთი ღია დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხეშია. აბაშიძის განცხადება დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და აბაშიძე-კარასინის ფორმატით გათვალისწინებულ შეხვედრას, რომელიც თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ვფიქრობ, უნებურად ცნობილი გახდა ის საკითხები, თუ რას განიხილავენ ამ შეხვედრებზე მხარეები. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომ ღიად გამოთქვას საკუთარი აზრი ამ განცხადებასთან დაკავშირებით და დაადასტუროს საქართველოს ევროპული არჩევანი, ასევე მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გაემიჯნონ და დაგმონ ზურაბ აბაშიძის ეს განცხადება,” – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: მიკვირს, რატომ ანერვიულებს ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას წაადგება