ალექსი პეტრიაშვილი – თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენას.
ალექსი პეტრიაშვილმა განცხადება “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
“არასდროს მოვრიდებივარ და არც ეხლა დავიშურებ საქებარ სიტყვებს, როცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღება: ისევე როგორც დეპუტატობის დროს, თავდაცვის მინისტრმა მიიღო მართებული გადაწყვეტილება, რასაც გულწრფელად მივესალმები!
პასუხისმგებლობის საკითხია – ხალხი უდანაშაულოდ, უსამართლოდ ციხეში იჯდა 8 თვე. პროკურატურას პირველ რიგში. ასევე მათაც უნდა გაიზიარონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ამტკიცებდა, რომ კორუფციული სქემით მილიონები იყო მიტაცებული! იმედს გამოვთქვამ, რომ ხუთივე ადამიანს საჯაროდ მოუხდიან ბოდიშს და აუნაზღაურებენ მორალურ და მატერიალურ ზარალს. ვულოცავ პირველ რიგში ამ ღირსეულ ადამიანებს და მათ ოჯახებს! ასევე, ყველა თავისუფალ დემოკრატს! ყოველთვის ღირს ბრძოლა ბოლომდე სიმართლისთვის”, – წერს პეტრიაშვილი.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი – ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეში აღარ არიან. ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა მათ გირაოთი შეეცვალათ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში 4000 კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორი დაიდგა
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ მერიის სამსახურებს უეფას სუპერთასის მატჩის ორგანიზებაში გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა