ალექსი პეტრიაშვილი – დღეს სახეზე გვაქვს “ნაციონალური ოცნება”

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ისეთი კონსპირაციების წარმოჩენა, როგორიცაა ალასანია-მარგველაშვილი, “თავისუფალი დემოკრატები” – “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” – “ნაციონალები” ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკის ნაწილია იმ ფონზე, როცა დღეს სახეზე გვაქვს “ნაციონალური ოცნება”, – ასე პასუხობს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი პოლიტიკური ძალის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც პეტრიაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებით თავად ოცნების რიგები შეივსო.
“ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებას წარმოუჩინოს “თავისუფალი დემოკრატების” ვითომდა კავშირი “ნაციონალურ მოძრაობასთან” იმ ფონზე, როცა “ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებით შეივსო “ოცნების” რიგები პარლამენტში. ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე აქცენტი კეთდება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც და რეალურად, ნაცვლად პრობლემებზე საუბრისა, ის ცდილობს საზოგადოებას წარმოუჩინოს ახალი მტრის ხატი, მაგრამ ეს ნამდვილად წარუმატებელი მცდელობა იქნება. საზოგაოდება მალე დაინახავს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და მივაღწევთ წარმატებას მომავალ არჩევნებში, იმიტომ, რომ დღევანდელი მთავრობა არის უუნარო და უმოქმედო, რომელიც ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და რეალურად ქვეყანას მართავს დე-ფაქტო პრემიერი. რაც შეეხება რესპუბლიკელების პოზიციას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, ეს არ არის გამოწვეული ირაკლი ალასანიასა და “თავისუფალი დემოკრატებისადმი” მათი სიმპათიით, ეს არის “რესპუბლიკელების” მოსაზრება კონკრეტულ საკითხებზე. შესაბამისად, ტაქტიკის ნაწილია საზოგადოებისთვის ისეთი კონსპირაციების წარმოჩინება, როგორებიცაა ალასანია მარგველაშვილი, “თავისუფალი დემოკრატები – რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები – “ნაციონალები”, მაშინ როდესაც დღეს სახეზე გვაქვს “ნაციონალური ოცნება” და მათი ძალიან სერიოზული შეწყმა მოხდა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ამასთან, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბიძინა ივანიშვილს “დე ფაქტო პრემიერად” მოიხსენიებს და მას ურჩევს, საკუთარი მთავრობის წევრები “ხალხთან საურთიერთობოდ მიმართოს”.
“მე ამ ინტერვიუმ სხვათაშორის გამახსენა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდი, როცა საზოგადოების ვირტუალურ სამყაროში ცხოვრების წარმოჩენის მცდელობა იყო. მე ვურჩევდი დე ფაქტო პრემიერს, დარაზმოს თავისი მთავრობის წევრები ხალხთან საურთიერთობოდ – იქ გაიგებენ რეალურ პრობლემებს, როგორი უმოქმედო და უუნაროა ადგილობრივი ხელისუფლებები და როგორ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, უმჯობესია კარგად შეისწავლოს მიზეზები, რატომ ვერ ხოციელდება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ “კვირის პალიტრის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინის სუვერენული უფლებაა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა,”- ვასილ ციბენკო
შემდეგი სტატიაუკრაინის ელჩმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიევში მიიწვია