ალექსი ახვლედიანი: პრეზიდენტსა და პრემიერს ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი

პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი. ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
რაც შეეხება “თბილისის 2015”-ის გახნის ცერმონიაზე სიტყვით გამოსვლებს, ახვლედიანის თქმით, საერთაშორისოდ წარდგენილი წესია, რომ სიტყვით მხოლოდ ორი ადამიანი – საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გამოდის.
ამასთან, როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ დაესწრო პრეზიდენტი ღონისძიებას.
“საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ღონისძიებაზე. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია. პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად პირადად ამეხსნა ყველაფერი. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ვერ გეტყვით, რადგან ეს ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა დაიხუროს
შემდეგი სტატიაალექსი ახვლედიანი: თუ გვინდა, ამხელა მოვლენა 2-3 ნაპერწკალს გადავაყოლოთ, ეს პრობლემაა