ალენ დელონი: უსაყვედურეთ ქართველებს, რომლებმაც ადრე არასდროს არ დამპატიჟეთ

“პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. უსაყვედურეთ ქართველებს, რომლებმაც ადრე არასდროს არ დამპატიჟეთ”, – განაცხადა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ალენ დელონმა პრესკონფერენციისას აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის გამო მოხარულია.
მისივე თქმით, საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვიდა და აქამდე არავის და არაფერს იცნობდა.
მსახიობმა გაიხსენა, რომ ათი წლის წინ შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად და სულ ეს იყო, რაც კი აქამდე საქართველოსა და ქართველებთან შეხება ჰქონია.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცუდ განწყობაზე ყოფნისას ალენ დელონი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას გაეცნო. ალენ დელონმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.
“ეს არ არის ნამდვილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა. ეს ასე არ ყოფილა. ასევე თქვეს, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველას წყალობით ქართულად უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ქართულად არ ვლაპარაკობ”, – აღნიშნა ალენ დელონმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსახიობი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ალენ დელონი ხვალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი: FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მთავრობის მხრიდან
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძის პრეტენზიებს პრეზიდენტი არ იღებს