ალენ დელონი თბილისში ჩამოვიდა

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი დღეს, გამთენიისას საქართველოში ჩამოვიდა. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. მსახიობი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს წარუძღვება.
“მე საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი. ხვალ იუბილარია. პაატა ნამდვილი ვარსკვლავია და ეს ქართველებმა ჩემზე უკეთ იცით”, – აღნიშნა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ალენ დელონი დღეისთვის პრესკონფერენციის გამართვასაც გეგმავს.
პაატა ბურჭულაძე 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტში 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.
ერთიანდება ორი სიმფონიური, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ჯანლუკა მარჩიანო და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებენ.

banner
წინა სტატიაშიბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიაუცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან თანხების მითვისებისთვის მამაკაცი დააკავეს