ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს „უღონოს და უმწეოს” უწოდებს

საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. საბურთალოს რაიონის დეპუტატი დღეს ონიაშვილის ქუჩის 6 ნომერში მივიდა, სადაც მშენებარე კორპუსის მე-7 სართულის ჩამონგრევის შედეგად ირგვლივ მდებარე კერძო სახლები დაზიანდა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ის საკრებულოში შესვლის დღიდანვე მოუწოდებდა ნარმანიას გადაეხედათ თბილისში მიმდინარე მშენებლობების კანონიერება და მშენებლობის ლიცენზიები.

„რასაც ჩვენ ახლა აქ ვხედავთ, ეს არის დავით ნარმანიას უმწეობის და უღონობის შედეგი, იმიტომ, რომ პირველი დღიდან ვეუბნებოდი ნარმანიას, რომ გაჩერებულიყო ეს ხალხი და მორატორიუმი გამოცხადებულიყო საბურთალოზე, ვერაზე, ვაკეში; გადაგვეხედა ნებართვებისთვის და მშენებლობები შეგვეჩერებინა. არც ღონე ყოფნის, არც გამბედაობა, არც ძალა და არც პასუხისმგებლობა ნარმანიას, რომ ასეთ გადაწყვეტილება მიიღოს,” – განაცხადა ელისაშვილმა.
ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კორპუსის მშენებლობას ამ წუთებში ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში ნაძვის ხე წაიქცა
შემდეგი სტატიამდუმარე აქციები პარიზში