აკაკი მინაშვილი: ხელისუფლება რომელიც ხალხზე არ ფიქრობს მალე დასრულდება

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

პრეზიდენტის ინიციატივას გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ ნაციონალურ მოძრაობაში აფასებენ და აცხადებენ, რომ დღეს ქვეყნის საგარეო და შიდა გამოწვევების ფონზე საუბარი და დისკუსია საკითხზე თუ ვინ გაემგზავრება აშშ-ში არასერიოზულია.

„მთავარი თემა ქართული ოცნებისათვის არის ის, თუ ვინ წავა ნიუ-იორკში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა ქართული ოცნება. არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეები ბედი და ერთადერთი საფიქრალი არის ის, თუ როგორ წარმოჩნდნენ ამა თუ იმ არენაზე. ეს არის კიდევ ერთხელ ნიშანი იმისა, რომ ძალიან მალე ეს ხელისუფლება დასრულდება, ძალიან მალე ხელისუფლება, რომელიც არ ფიქრობს მოქალაქეებზე, ფიქრობს საკუთარ კომფორტზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, ასეთ ხელისუფლებას შანსი არ აქვს,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილის გერო-ში გამოსვლის სურვილს მმართველ გუნდში არ იზიარებენ
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: მმართველი გუნდი ფიქრობს მხოლოდ ივანიშვილს მოაწონოს თავი