აკაკი მინაშვილი: ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ხელისუფლებას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე თავდასხმაში ადანაშუალებს.

,,მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას შევახსენო, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და ის არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სასამართლოს დამოუკიდებლობის. ძალიან ცალსახაა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლო არ უნდა და სწორედ ამის გამო ხორციელდება დარტყმები სასამართლო ინსტიტუტზე. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია, აქ არის გარიგება ხელისუფლებასა და კონკრეტულ მოსამართლეებს შორის. ეს გასაკვირი არ არის, რადგან რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალბატონი გვენეტაძე დაინიშნა, რომელიც თავის დროზე კორუფციული ურთიერთობის მფარველი.
და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ყველა მოსამართლე მათ შორის ის, ვინც დღეს არის ურჩი, დაემორჩილოს იმ თამაშის წესებს, რომელსაც ადგენს ხელისუფლება, მათ შემოაქვთ გაურკვეველი ინსტიტუტი, სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არის სწორედ დაშინების და შანტაჟის მექანიზმი. თუ მოსამართლე არ დაემორჩილება სწორედ იმ თამაშის წესს, იმ განსაზღვრულ ნორმებს, რომელსაც ადგენს ხელისუფლება სასამართლოში, მას მოუწევს პასუხისგება. მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი და ამ ხელისუფლებას მოუწევს ამ ფასის გადახდა. სამწუხაროა ამავე დროს ის, რომ ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ქართული საზოგადოება, ამით ზიანდებიან საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ ესეთი ტიპის ჩარევა პირდაპირ ურტყავს და ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას და ამავე დროს დისკრედიატაციას ახდენს ქართული სახელმწიფოსი საქართველოსი ჩვენი პარტნიორების თვალში და საბოლო ჯამში საქართველო მიყავს იზოლაციისაკენ. ამიტომ მე არა მაქვს ილუზია რომ ეს ხელისუფლება ამ პოზიციას შეცვლის და მთავარია ის, რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში თავის პროტესტს დააფიქსირებს, დააფიქსირებს იმ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ძალიან ნეგატიური და ამ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მალე წასვლა იმ სკამებიდან, რომლებზეც დღეს ისინი არიან”- აცხადებს მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს
შემდეგი სტატიააშშ-ს სამხედრო გვერდი კიბერშეტევის შემდეგ დროებით გაითიშა