აკაკი მინაშვილი ბაჩო ახალაიას მიერ დაწყებული შიმშილობის მიზეზებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა, ბაჩო ახალაიას მიერ დაწყებული შიმშილობის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა.
„გუშინ, ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნა მოწმეებზე ზეწოლის შეწყვეტაა, რაც დაშანტაჟებას, ოჯახის წევრებზე მუქარაში გამოიხატება. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს, ყველაფერი ზიანს აყენებს ქვეყანას. ახალისებს ჯაშუშებს, მაგრამ აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს აშენებდნენ.
ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება არის ძალიან მტკიცე – იბრძოლოს რათა ეს ხელისუფლება მოშორდეს სათავეებს. ეს ბრძოლა არის ჩვენი, საქართველოს ბრძოლა და აქ ნამდვილად გავიმარჯვებთ. არ ვაპირებთ ქვეყანა რუს ოლიგარქს დავუთმოთ, რომლის მთავარი საზრუნავი ქვეყნის გაკოტრება და შემდეგ იაფად მისი ჯიბეში ჩადებაა. ქვეყნის გამყიდვლებს ამ ქვეყანაში შანსი არ აქვთ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ანგარიშის წარდგენასა და განხილვას ითხოვს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო ზუგდიდში ექიმებს შეხვდა