აკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული საკითხია

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

ოპოზიცია ხელისუფლებას ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული რკინიგზასთან დაკავშირებული პროცესები საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად ხორციელდებოდეს.

“არ არის გამორიცხული, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად ხორციელდება,”-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

თავისუფალ დემოკრატებში რუსეთის ქმედებას ოკუპანტურ ნაბიჯს უწოდებენ.

მმართველი გუნდი კი რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაზე საუბრობს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: გაწმენდილ რკინიგზას ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ
შემდეგი სტატიათბილისში დენის ახალი ტარიფი 18 დეკემბრამდე გახდება ცნობილი