აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული ბაზრის მიმართ, ცრუ მოლოდინები გააჩინა, რაც ქვეყანას, საბოლოოდ სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანს.
„საქართველოს თავისი 25 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ყველაზე არაადეკვატური და არაპროფესიონალი მთავრობა ჰყავს. ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ცრუ მოლოდინების გამო, რუსული ბაზრის მიმართ, საქართველო გამოუვალ ჩიხში შევიდა. ეს მხოლოდ რთველის პრობლემა არაა, ჩვენ წელს იგივე კრიზისული მდგომარეობა გვექნება მეხილეობაში, მემწვანილეობაში და ა.შ. საქარვველოს ელოდება ძალიან მწვავე კრიზისული პერიოდი, რაც მთავრობისა და ივანიშვილის პოლიტიკის, მათი მხრიდან ცრუ მოლოდინების გაჩენის ბრალია“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში პოლიციამ ცენტრალური გზის ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გახსნა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა