აი ვეივეის სახლში “ჟუჩოკი” აღმოაჩინეს

აი ვეივეის სახლში

აი ვეივეის სახლში "ჟუჩოკი" აღმოაჩინესჩინელმა მხატვარმა და დისიდენტმა, აი ვეივეიმ “ისტაგრამის” საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მისი მტკიცებით პეკინის სახელოსნოში მოსასმენი აპარატი აღმოჩინა.

ერთ-ერთ ფოტოზე მან ასეთი წარწერა გააკეთა “სურპრიზერბი ყოველთვის იქნება”.
მხატვრის მეგობრის ლუ სიაოუანის თქმით, მოწყობილობა აის ინგლისიდან დაბრუნებიდან მალევე იქნა აღმოჩენილი.
ფოტოზე ჩანს, რომ “ჟუჩოკები” დენის სადენებშია დამონტაჟებული.

აი ვეივეიმ ასევე ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, სადაც ის ლითონის ვედროში წვავს მოწყობილობას.

მხატვრის დედის განცხადებით, რომელიც მან რადიო “თავისუფალი აზიის” ეთერში გააკეთა, მოსასმენი მოწყობილობა ჯერ კიდევ 4 წლის წინ იქნა აღმოჩენილი შვილის სამხატვროში, როცა მხატვარი დაიჭირეს და მისი საცხოვრებელი გაჩხრიკეს.
აი ვეივეი დიდი ხანია კომუნისტურ რეჟიმს აკრიტიკებს, რის გამოც 2011 წელს 81 დღით დაჭერილი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ კი მხატვარი 15 მილიონი იუანეით (2,25 მილიონი დოლარი) დააჯარიმეს გადასახადების დამალვის გამო. მისი თქმით, ბრალდება პოლიტიკურ მოტივებს ატარებდა.
მთავრობამ მას 4 წლით ჩამოართვა პასპორტი, რომელიც მიმდინარე წელს უკან დაუბრუნეს და ყველასგან გასაკვირად მან ლონდონის 6 თვიანი ვიზაც აიღო.

ai2 ai3

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე უელსის ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია და ლაშა აბაშიძე პრემიერ-მინისტრს ხვდებიან