ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა დასრულებულია

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციით დაინტერესდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მოისმინა.
დავით შავლიაშვილის თქმით, შენობის რემონტი დასრულებულია, მიღებულია უკვე ექსპლუატაციაში და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რათა გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს.

“შეგვიძლია სტატუსზე ვიმსჯელოთ მთავრობის სხდომაზე. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ძალიან მჭიდრო კავშირი შენობის რემონტის პროცესში და ყველაფერი არის გაკეთებული სტანდარტების შესაბამისად.” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარების შესახებ კანონპროექტი მზად აქვს
შემდეგი სტატია“119 საწარმოა დაფინანსებული,” – ოთარ დანელია