ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ათონელის რეზიდენციის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი უკვე დასრულდა.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, შენობა ყველა თვალსაზრისით, პრეზიდენტის რეზიდენციაზეა მორგებული.

„შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაზე. საერთო ჯამში, საოფისე ფართები არის 49%. ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის დატვირთვა და გამოყენება. ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის გადაცემის პროცესი უკვე დასრულებულია“, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროსთვის რაიონული საავადმყოფოების გადაცემის მეორე ეტაპი დასრულდა
შემდეგი სტატია„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შექმნილი ვითარება კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა“