ათონელზე მიმდინარე მშენებლობაზე ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები საუბრობენ

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. თუმცა, რა უწყება განთავსდება რეზიდენციაში, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაკეთდა, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს განცხადებები.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ მშენებლობის მიმდინარეობისას მთავრობამ რამდენჯერმე იმსჯელა ამ საკითხზე და იყო სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ამ შენობის გამოყენება მაღალი რანგის დელეგაციების მისაღებად. ასევე განიხილებოდა რამდენიმე სამინისტროს აქ განთავსება. თუმცა, საბოლოოდ, მთავრობა ამ შენობის ბედზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

„მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ საკითხზე იმსჯელებს და შერჩეული იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება,“ – განაცხადა სერგეენკომ.

მცირე კომენტარით შემოიფარგლა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ რეზიდენცია თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტებით აშენდა და მოეწყო. თუმცა პრეზიდენტი იქ გადასვლაზე უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში