ათენში არეულობები დაიწყო…

უცხოური მედიის ცნობით, ათენის ცენტრში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს…

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში პარლამენტის შენობასთან მკაცრი ეკონომიკური ზომების მოწინააღმდეგეების აქციაზე, რომელზეც სხვადასხვა მონაცემებით 12 დან 15 ათასამდე ადამიანია შეგროვილი, აქციის მონაწილეებმა ,,მოლოტოვის კოქტეილები,, და ქვები დაუშინეს პოლოციას, რაზეც პოლიციისაგან პასუხად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მიიღეს… ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხრიდან  დაშავებულებისა და დაჭრილების შესახებ… დაჭრილია ტელეარხ ,,სკაი,,-ს ჟურნალისტიც.

მიტინგი ათენში პარლამენტის იმ სხდომის პარალელურად დაიწყო, რომელზეც პრემიერ ალექსის ციპრასისა და ევროკავშირის მიერ ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების განხილვა მიმდინარეობს. მომიტინგეები პარლამენტის კედლებთან არიან შეგროვილები და ამ დრომდე არ აპირებენ დაშლას… პოლიციასთან შეტაკებები კი დროდადრო გრძელდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დაშავებული ქართველების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატიალიკა კიკიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო