ათენი გერმანული Fraport-სთვის 14 აეროპორტის გადაცემას დათანხმდა

ათენი გერმანული Fraport-სთვის 14 აეროპორტის გადაცემას დათანხმდა

საბერძნეთის მთავრობამ გერმანული Fraport-სთვის 14 რეგიონალური აეროპორტის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია. ეს გახლდათ პრივატიზაციის პირველი შეთანხმება, რომელიც კრედიტორებთან იყო შეთანხმებული, როგორც კრედიტების მიღების ერთ-ერთი პირობა. Fraport-ს და ბერძნულ Copelouzos Group-ს ჯერჯერობით შეთანხმებაზე ხელშეკრულება არ დაუდიათ.

შეთანხმების საგანი რეგიონალური აეროპორტებია, რომელიც კრიტში, კოსში, კორფუში, სამოსში, სანტარინიში, და სალონიკშია განთავსებული. ყოველწლიურად ეს აეროპორტები 19 მილიონ მგზავრს ემსახურებიან. ექსპლოატაციის უფლების მიღების თანხა 1,234 მილიარდი ევროა და შესაძლებელია ბერძნულ ეკონომიკაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.

მართვის ტენდერი გერმანულმა Fraport-მა მოიგო. ის აქციების ძირითადი პაკეტის მფლობელი იქნება ბერძნულ Copelouzos Group-სთან ერთად.
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში გერმანული კომპანია აქციების ორ მესამედს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა “სმარტფონ-კონსტრუქტორების” ტესტირება გადადო
შემდეგი სტატიამერაბ ჟორდანია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა ლანჩხუთის გურიამ წარადგინოს