ათასწლეულის ქორწილი ჩეჩნეთში (VIDEO)

detail_87e7aa5aa318e8c86bc32fa6b0fb1189გროზნოში რამდენიმე საათის წინ, რამზან კადიროვის მიერ ,,ათასწლეულის,, ქორწილად მონათლული ქორწინება შედგა…
ამ ქორწილს წინ თითქმის ერთვიანი მწვავე გახილვა მოჰყვა, როგორც რუსულ ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიაში…
საქმე იმაში გახლავთ, რომ 46 წლის (სხვა მონაცემებით 57 წლის) გროზნოს ერთერთი რაიონის პოლიციის უფროსს ნაჟუდა გუჩიგოვს, მეორე ცოლად უნდა მოეყვანა 17 წლის სკოლის მოსწავლე ხედი (ლუიზა) გოილაბიევი… და ამ შეუფერებელი წყვილის დაქორწინებას, მიუხედავად პრესისა და საზოგადოების კრიტიკისა, აქტიურად ლობირებდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი.
ზოგიერთი მიმომხილველი იმასაც აღნიშნავდა, რომ კადიროვმა ჩეჩნეთში საკუთარი სამართლებლივი სივრცე შექმნა და სრულებით არ ანაღვლებს რუსეთის კანონები და საზოგადოებრივი აზრი…
თავად კადიროვმა კი, რუსულ საზოგადოებას პრესის მეშვეობით წყვილებს შორის მსგავსი ასაკობრივი სხვაობის მრავალი შემთხვევა შეახსენა, რომელთა შორის ცნობილი მსახიობები და რუსული ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ.
ასეა თუ ისე… 16 მაისს ეს ქორწილი გროზნოში შედგა…

წარმოდგენილ ვიდეოში კარგად ცანს, როგორ აცილებს სარეგიტრაციო ორგანოდან გამოსულ წყვილს, შავი ავტომობილებისაგან შემდგარი ცნობილი კადიროვის კორტეჟი.
www.timer.ge
/იხილეთ ორი ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირაზე ილაპარაკეს პუტინმა და ხაჯინბამ…?
შემდეგი სტატია,,უკრინფორმა,, სააკაშვილს ვიდეო-მტკიცება გამოუქვეყნა (+VIDEO)