აზერბაიჯანში პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭი მოკლა

აზერბაიჯანში პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭი მოკლა

azerbaijaniiiiგუშინ მინგიაჩევირში, რომელიც აზერბაიჯანში სიდიდით მეოთხე ქალაქია, მასობრივი პროტესტი დაიწყო- ამის შესახებ რადიო თავისუფლება იტყობინება. ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ორი დღის წინ პოლიციელებმა განყოფილებაში 27 წლის ბახრუზ გაჯიევი დააკავეს.

რამდენიმე ასეული ადამიანი სკანდირებდა : “ჩვენი ძმის სისხლი დედამიწაზე არ დარჩება”. დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ სიკვდილის წინ გაჯიევს აწამებდნენ, რასაც გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტოები ადასტურებს.
მათივე განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში პასუხისმგებლომა ადგილობრივი პოლიციის უფროსს ეკისრება და რომ ის უნდა დაისაჯოს.

აზერბაიჯანში პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭი მოკლა
ქალაქის პოლიციის სამმართველომ განაცხადა, რომ გაჯიევმა თავი მოიკლა. მათი თქმით, დაკავებული დაკითხვის დროს ყველასგან მოულოდნელად ფანჯრიდან გადახტა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გაჯიევი ნარკოტიკების მოხმარების და გასაღებისთვის იყო დაკავებული. დაღუპულის დასაფლავების შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. იტყობინებიან, რომ დაკავებულია აქციის 21 მონაწილე.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა 4 პოლიციელი დაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიორმეტრიანი ფალოსი და ოქროს ვაგინის მომლოდინე ნოვოსიბირელები+ფოტო
შემდეგი სტატიალიხნი დიდი და უძველესი სოფელია გუდაუთაში+ფოტო