აზერბაიჯანული პრესა: ივანიშვილის ამოცანაა დაასუსტოს აზერბაიჯანი…

,,ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად აძევებს აზერბაიჯანს საქართველოს გაზის ბაზრიდან. საქართველოსთვის მრავალწლიანი პოლიტიკური მხარდაჭერის, მისთვის ენერგორესურსების მიწოდებაში მრავალმხრივი შეღავათების და ტრანსნაციონალურ პროექტების განხორციელებაში გაწეული დათმობების  შემდეგ, თბილისი უცებ თავს ნებას აძლევს, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები, რომლებიც პირდაპირ ეხება აზერბაიჯანის ეკონომიკას, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენოს ბაქო. მომხდარი არანაირად არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის  ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებას,, აცხადებს ცნობილი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა   haqqin.az-ი თავის სტატიაში სათაურით ,,ივანიშვილის ამოცანაა დაასუსტოს აზერბაიჯანი,,

გამოცემას მოჰყავს ქართველი პოლიტოლოგ გელა ვასაძის მოსაზრება, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ,,ივანიშვილის წინაშე დასმულია ამოცანა, დაასუსტოს აზერბაიჯანი… იმის გამო, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკა, ხელს უშლის რუსეთს რეგიონზე კონტროლის დამყარებაში,,

სტატიაში ასევე მოყვანილია მეორე ქართველი პოლიტოლოგის – სოსო ცინცაძის სიტყვები, რომელიც თვლის, რომ ივანიშვილი ბანალურად ვაჭრობს ბაქოსთან, რათა მასთან მოლაპარაკებებში გარკვეულ პრეფერენციებს მიაღწიოს გაზის ტარიფთან დაკავშირებით.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისოხუმმა დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი