ავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულიჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.

“დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში”,-აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი კი, უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი.

“მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება, ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაყავთ,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი რუსთავში, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახში, დღეს პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ქონების გაცვლა მოხდა, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა
შემდეგი სტატიაპეტრე პოროშენკო: სააკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დასაკავებლად მისი თანხმობაა საჭირო