ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივი

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივიგალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილებს შორის არიან გალის რაიონის ექიმები, პაციენტი და პაციენტის ოჯახის წევრი. ჯიპის მარკის ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

“თაიმერის” ინფორმაციით გარდაცვლილები არიან: ექიმი–ლია ჩქოტუა, ექთანი– თეა ჭედია, პაციენტი– ნორა ხასაია.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა და “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სპეციალური განცხადებას ავრცელებს