ავსტრალია: ტერორიზმში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავეს

ავსტრალიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ახალგაზრდა, რომელსაც მელბურნში თვითნაკეთი ბომბების აფეთქების მცდელობა ედება ბრალად.
ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოზარდი გუშინ საკუთრ სახლში დააკავეს, სადაც ასევე იპოვეს სამი ასაფეთქეებელი მოწყობილობა.
დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ მისი სასამართლო ორშაბათს გაიმართება.
სავარაუდოდ, დაკავებული უახლოეს დროში აპირებდა ასაფეთქებლის გამოყენებას, თუმცა პოლიციას ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია.
„დამიჯერეთ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვიქტორიის პოლიციის და ავსტრალიის ფედერალური პოლიციის მუშაობის შედეგად შტატის რამდენიმე მცხოვრები სიკვდილს გადაურჩა “ – განაცხადა მელბურნის ვიქტორიის შტატის პოლიციის კომისრის მოადგილემ მაიკ ფელანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში გაურკვეველი მიზეზით სიკვდილიანობა გაიზარდა
შემდეგი სტატიაMicrosoft-ის განცხადებით Windows 10 მათი ბოლო ოპერაციული ვერსია იქნება