ავსტრალია მიგრაციის შესახებ კანონს ამკაცრებს

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა, ავსტრალია საკუთარი იურიდიული და მიგრაციული სისტემის გამკაცრებას აპირებს გასული წლის დეკემბერში სიდნეიში აყვანილი მძევლების საპასუხოდ, რომლის დროსაც ორი მათგანი დაიღუპა.

ებოტის თქმით, შეიარაღებული ირანელი მიგრანტი-ისლამისტი, რომლიც წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის ბრალდებით, იყო „მონსტრი, რომელიც ავსტრალიაში არ უნდა ყოფილიყო და რომელიც გირაოთი არ უნდა გამოეშვათ.“ pრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ტერაქტის შესახებ გაკეთებული პირველი ოფიციალური
მოხსენებისას გააკეთა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ არც ერთ სამართალდამცავ ან საემიგრაციო სისტემას მომხდარის თავიდან აცილება არ შეეძლო, თუმცა, ზოგადად, ეს აჩვენებს იმას, რომ არსებული სისტემა ძირიანად შესაცვლელია – განაცხადა ტონი ებოტმა.

მან ასევე დაამატა, რომ ხელისუფლებამ გასაგებად უნდა გაუსვას ხაზი იმას, თუ სად მთავრდება პიროვნების თავისუფლება და სად იწყება მოსახლეობის დაცვა.

banner
წინა სტატიაშიავღანელი თალიბები პალისტინასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ
შემდეგი სტატიაჟენევაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები იწყება