ავსტრალიამ რუსეთს გაფართოებული სანქციები დაუწესა

ავსტრალიაში რუსეთის წინააღმდეგ გაფართოებული ისანქციები შევიდა ძალაში. ახალი შეზღუდვები ფინანსურ სფეროს ეხება, ასევე ნავთობის მოპოვებისას საჭირო იარაღის და მოწყობილობების იმპორტ-ექსპორტს, გარდა ამისა, იმ ფიზიკური პირების შავი სია გაფართოვდა, რომელთაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

ის, რომ 2014 წლის სექტემბერში ავსტრალიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ძალაში შევიდა, დღეს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბუშმა განაცხადა.
„ეს სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული ერთიანობის ჯერაც არსებული საფრთხის გამო იქნა მიღებული და ბევრ ასპექტში ემთხვევა აშშ-ს, ევროკავშირის და კანადის სანქციებს“ – განმარტა დღეს მინისტრმა.
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ პირველი სანქციები 2014 წლის ივნისში მიიღო. მაშინ შეზღუდვა დაუწესდა 50 მოქალაქეს და 11 კომპანიას. დონეცკის მხარეში ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის შემდეგ, რომლის ბორტზეც 27 ავსტრალიის მოქალაქე იმყოფებოდა, რუსეთ-ავსტრალიას შორის ურთიერთობა დაიძაბა. სექტემბერში პრემიერმა ტონი ებოტმა განაცხადა, რომ ავსტრალია გაამკაცრებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშისტამბულში პროკურორი თავის ოთახში მძევლად აიყვანეს
შემდეგი სტატიარა ურჩია ტარიელ ლონდარიძემ გიორგი მარგველაშვილს და რა სთხოვა მან პრეზიდენტს?