ავლაბარში მაღაზიის ძარცვის ბრალდებით 27 წლის ახალგაზრდა დააკავეს

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ დაკავებული 27 წლის მამაკაცია და ის უკვე დაიკითხა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ავლაბარში წურწუმიას 27 ნომერში მდებარე სასურსათო მაღაზია გვიან ღამით გაძარცვეს. წაღებულია ალკოლჰოლური სასმელები და დიდი რაოდენობით სიგარეტი, დაახლოებით, 2 ათასი ლარის ღირებულების.

ძარცვის შედეგად ჩამტვრეულია შესასველი კარის შუშა, საიდანაც დამნაშავეებმა შენობაში შეაღწიეს. მომხდარზე ამ წუთებში რამდენიმე თანამშრომელი იკითხება.

banner
წინა სტატიაშისირიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ
შემდეგი სტატიათაღლითობისთვის ბრალდებული რამაზ არონია 5.000 ლარის გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვებს